“დაისი” – ხელმისაწვდომი მოდა

ქართველი მომხმარებლისთვის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომფორტი არის – მოდური სამოსის ბიუჯეტურ ფასებში შეძენა. ხანდახან შემოივლი მაღაზიებს, ბრენდებს, თითქოს, ყველაფერი ერთნაირი აქვთ –  შეუძლებელია მოძებნოთ სასურველი ტანისამოსი, სასურველ ფასში. თუ ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეთ თქვენს ირგვლივ მსგავსი ბრენდი, ხოლო თქვენი გარდერობი განახლებას ითხოვს, ალბათ, კარგად არ გიძებნიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად გადააწყდებოდით – „დაისს“.

„დაისი“ – სამოსის ონლაინ  მაღაზია, სადაც ყველა ნივთი არის სრულიად ახალი, ნარჩევი და ნაგროვები სხვადასხვა საიტებიდან. ამ გვერდზე აუცილებლად შეხვდებით ტრენდულ სამოსს და სხვა განსხვავებულ ელემენტებს. მათი მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია კი მათ ლოიალურ კლიენტებს სძენს და გამოარჩევს სხვა ბრენდებისგან.

„დაისი“, რომელიც სულ რაღაც 4 თვის წინ შეიქმნა და გამოჩნდა ქართულ სოციალურ ქსელებში, სამი სხვადასხვა გემოვნების ადამიანს აერთიანებს – მათი იდეებითა და აზრებით, რაც მათ ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

როგორც გოგონები ჩვენთან საუბრისას ამბობენ – სახელის შერჩევა რთული არ ყოფილა, სურდათ უბრალოდ და სადა ყოფილიყო. ამავდროულად „დაისი“, ანუ მზის ჩასვლა, არის უმშვენიერესი მოვლენა სამყაროში, რომელიც ავსებს ყველას დადებითი ემოციებით.

პანდემიამ, რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ საქმიანობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „დაისის“ ბრენდი, სწორედაც რომ, პანდემიის პირობებში შეიქმნა, ამიტომ მათთვის ეს განსაკუთრებული გამოწვევა არ ყოფილა, თუმცა რეისების დაგვიანებამ მათი შეფერხება გარკვეულ წილად გამოიწვია.

რაც შეეხება გეგმებს – სურთ სამომავლოდ გაფართოვდნენ, გახსნან შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება, როგორც იმპორტული სამოსი, ასევე საქართველოში, მათი შთაგონებით, დამზადებული. პანდემიის პირობებშიც კი აგრძელებენ მომხმარებლების ონლაინ რეჟიმში გახარებას და იმედოვნებენ, რომ მალე შეძლებენ გეგმების სისრულეში მოყვანას.

ბმულები:

https://www.facebook.com/Daisi.wardrobehttps://www.instagram.com/daisi.wardrobe/?igshid=134hybpj0n0ac&fbclid=IwAR1NNyqySvbxM-chsZLTehtFvV-LNQJiYIH9hDg01DiEilyFm_qpscNtVPc