“Daft Punk” დაიშალა

ლეგენდარული ელექტრონული მუსიკის ჯგუფი “Daft Punk” 28 წლის მოღვაწეობის შემდეგ გვემშვიდობება. 8 წუთიანი “Epilogue”, მათი საბოლოო შემოქმედებაა,რომლითაც ფანებს სამწუხარო ამბავი შეატყობინეს.

ტომა ბანგლატერმა და გი-მანუელ დე ომე კრისტომ ჯგუფი პარიზში, 1993 წელს ჩამოაყალიბეს და პირველი ალბომი “homework” 1997 წელს გამოუშვეს. აღიარება ჯგუფს სინგლებმა-“One More Time”; “Harder, Better, Faster, Stronger”, მოუტანა. “Daft Punk”-ს 6 გრემი აქვს მოპოვებული და აქედან სამი მიიღო ალბომმა “Random Access Memories“-რომლის მთავარი სინგლი “get lucky” 2013 წლის ჰიტი გახლდათ.

ჯგუფის პუბლიცისტმა, კეტრინ ფრეზერმა სიახლე “პიჩფორკთან” დაადასტურა, თუმცა დაშლის მიზეზზე არ უსაუბრია.

წყარო:pitchfork