ჩინეთი სკოლაში მობილურის გამოყენებას კრძალავს

ჩინეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში ბავშვებს მობილურის გამოყენება აეკრძალებათ.

მოსწავლეები მშობლის სპეციალური ნებართვის გარეშე სკოლის ტერიტორიაზე ტელეფონებს ვერ შეიტანენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ასე მათ მხედველობას უფრთხილდებიან, აგრეთვე, ბავშვებში ინტერნეტდამოკიდებულების თავიდან აცილება და მათ მეტი სოციალიზაციის ხელშეწყობა სურთ. სკოლებს მისცეს რეკომენდაცია, რომ მოსწავლეების მშობლებთან მოლაპარაკება აწარმოონ. სთხოვონ მათ, თავიანთ შვილებთან მთელი დღის განმავლობაში საკონტაქტოდ რაიმე სხვა გზა გამონახონ.

ქვეყნის ადგილობრივი გაზეთის, China daily-ს ცნობით მშობლებს შორის, აღნიშნული გადაწყვეტილების არაპრაქტიკულობის გამო ცხარე კამათი მიმდინარეობს. საინტერესოა ქვეყნის სტატისტიკაც, რომლის თანახმადაც ჩინეთში 18 წლამდე ბავშვების 74% ინტერნეტს საკუთარი სმარტფონის საშუალებით უკავშირდება. როგორც ცნობილია, სწორედ ეს სტატისტიკა გახდა ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული აკრძალვის საბაბი.

ჩინეთში მოზარდებში ახლომხედველობის მზარდი დონე შეინიშნებოდა, სწორედ ამ მიზეზით მთავრობამ 2018 წელს ”გეიმინგ” ინდუსტრიის რეგულირება მოითხოვა, რაც ამ პრობლემის ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნიეს. როგორც ჩანს, ამ სტატისტიკის გაუმჯობესების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი ნაბიჯი არის სწორედ სკოლებში ტელეფონის ტარების აკრძალვა.

წყარო : BBC