ჩინეთი “H&M”-ის წინააღმდეგ

“H&M”-მა და “NIKE”-მა გამოთქვეს უკმაყოფილება სინჯიანში წარმოებული ქსოვილზე, რომელიც იქმნება უიუგირული იძულებითი შრომით. ეს განცხადება 2020 წელს გაკეთდა, თუმცა ჩინეთის საზოგადოებისგან ახლა მჰოყვა საპასუხო ტალღა.

ბოიკოტის გამომწვევ ბიძგად “ჩინეთის კომუნისტური გაერთიანების” პოსტი აღმოჩნდა სოციალურ ქსელში. “ჭორების გავრცელება იმისთვის, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ სინჯიანის ბამბას და ამასთან ერთად, სურვილი ჩინეთში ფულის შოვნის. აუხდენელი ოცნებაა”, – ეს განცხადება გაავრცელდა ოთხშაბათს, “Weibo”-ს პლატფორმაზე, რომელსაც “H&M”-ის განცხადების სურათები ერთვოდა.

ამ განცხადებას მოყვა ის, რომ ორმა მსახიობმა უარი თქვა “H&M”-ის რეკლამებში მონაწილეობებზე. აგრეთვე, შვედური ბრენდი გაქრა JD.com და Pinduoduo საძიებო სისტემებიდან.

ჩინეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ CGTN გააზიარა ვიდეო Weibo- ზე, სადაც გამოსახულია ბამბის კრეფის რეალური პროცესი, რომელიც ავტომატიზაციას გულისხმობს.

წყარო : BBC