„Cadillac” ელექტრო-მანქანას გვაცნობს

Cadillac LYRIQ – არაფერი იმის მსგავსი, რაც კი ოდესმე გინახავთ

ამერიკული მანქანათმწარმოებელი „Cadillac”-ი თავის ახალ ელექტრო-მანქანას „Cadillac LYRIQ”-ს გვაცნობს. კომპანია ახალ პროდუქტს ახალი ეპოქის გარიჟრაჟსა და ელექტრო მომავალს უწოდებს. „Cadillac LYRIQ” არის მანქანა, რომელიც აკავშირებს გულს გონებასთან, სულს სხეულთან და ადამიანს მანქანასთან. ახალი მანქანის შექმნა დაწყებულია და 2022 წელს უკვე მზად იქნება.

„Cadillac”-მა ახალი პროდუქტისთვის ვიდეო რგოლიც შექმნა და მისი კომფორტულობა ტიმ ბარტონის ფილმის მთავარი პერონაჟის, მაკრატელხელება ედვარდით დაგვანახა.  „Cadillac LYRIQ”-ის მთავარ კომფორტულობასა და დადებით თვისებას კი ის გამოხატავს, რომ მძღოლს შეუძლია საჭეს ხელები მოაშოროს და მანქანა სვლას დამოუკიდებლად განაგრძობს. რეკლამაში მაკრატელხელებას როლს ტიმოთი შალამე, ხოლო მისი დედის როლს, უაინონა რაიდერი ასრულებენ.

წყარო: Cadillac.com