,,ბუნების ვან გოგი” – მომაჯადოებელი ფოტოები კოსმოსიდან

Perseverance rover-ის ფოტოები, რომელიც გასულ კვირას მარსზე დაეშვა, ინტერნეტ სივრცეს იპყრობს. თუმცა, მარსმავალს გარდა, დედამიწის გარეთ სხვა ბევრი კოსმიური ხომალდი და სწრაფმავალი მუშაობს. მაგალითად, ჯუნოს იუპიტერზე დაჯდომიდან უკვე 5 წელი გავიდა და ის კვლავ გვანებივრებს უცნობი პლანეტის მშვენიერი ფოტოებით.

NASA-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა იუპიტერის უახლესი სურათები, რომელზეც პლანეტის რეაქტიული ნაკადებია ასახული. ამ ფოტოზე ფერები მცირედით გააუმჯობესებულია სამოქალაქო კოსმონავტის ტანია ოლეკსუიკის მიერ, რაც Junocam-ით შეძლო.

Jupiter

,,იუპიტერის ეს მშფოთვარი ატმოსფეროს ხედი რამდენიმე სამხრეთ რეაქტიულ ნაკადს მოიცავს. ჯუნოს ინსტრუმენტების მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იუპიტერის მძლავრი ატმოსფერული რეაქტიული ნაკადები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ამას ადრე წარმოიდგენდნენ. ჯუნოს საშუალებით მიღებული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ რეაქტიული ნაკადები და ღვედები პლანეტაზე დაახლოებით 1800 მილი (3000 კილომეტრზე) აღწევს” – ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.

,,ბუნების ვან გოგი” – ხშირად ამ პლანეტას ასეც მოიხსენიებენ. მართლაც, იუპიტერის ეს ფოტო მომაჯადოებელია, მისი ატმოსფერო რომელიმე იმპრესიონისტი მხატვრის მიერ შექმნილ ტილოს გავს. ფოტოზე ერთი შეხედვითაც კი ჩანს როგორი მშფოთვარეა ეს პლანეტა და ამავდროულად, მომაჯადოებელი.

დაათვალიერეთ ჯუნოს მიერ გადაღებული იუპიტერის ატმოსფეროს სხვა ფოტოებიც.

(ფოტოები space.com)

ჯუნოს კამერის მიერ აღბეჭდილი იშვიათი ფოტოები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია ნასას ვებ გვერდზე –  http://missionjuno.swri.edu/junocam.  

ჯუნოზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კი შეგიძლიათ შემდეგ მისამართებს ეწვიოთ :  http://www.nasa.gov/juno , http://missionjuno.swri.edu.