ბიტკოინის ღირებულება ახალ რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

ციფრული ვალუტის – ბიტკოინის – ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ამჯერად, მისი ღირებულება 50 000 აშშ დოლარზე მეტია (36000 £).

ე.წ. კრიპტოვალუტა, რომლის შემქმნელის ვინაობა უცნობია, მხოლოდ ამ წელს 72%-იან ზრდას აფიქსირებს.

ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები კომპიუტერული სისტემის მიერ წარმოიქმნება. მისი სავარაუდო მნიშვნელობის ნაწილი რეგულირდება სპეციალური რიცხვით, რომლის გამოთვლაც შესაძლებელია. მაგრამ რეგულატორების მითითებით, ეს ვალუტა სარისკოა, რადგან მისი ღირებულება ძალიან სწრაფად იცვლება. შესაძლებელია ღირებულებამ ისევე ელვისებურად იკლოს, როგორც გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის წლევანდელი მოგების დიდი ნაწილი ილონ მასკის დამსახურებაა. მას შემდეგ, რაც მასკმა გადაწყვიტა 1.5 მლნ. დოლარის ბიტკოინი ეყიდა და განაცხადა, რომ მას ტესლას შეძენის მსურველთაგან მანქანის ღირებულების სანაცვლოდ აიღებდა, აღნიშნულ კრიპოვალუტის კურსმაც აიწია.

ამ იდეის მხარდამჭერების თქმით, ბიტკოინი ოქროს გაციფრულებულ ვერსიას გავს, რომლის გამოყენებაც ფინანსური ინვესტიციის შესაქმნელად შეგვიძლია.

წყარო : BBC