აშშ-ში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა უარესად მიმდინარეობს

ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლა უარესად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ქვეყნების უმეტესობაში.

„თუ უკან გავიხედებით, ვფიქრობ, ჩვენ ცუდად გამოვიჩინეთ თავი სხვა ქვეყნების უმეტესობასთან შედარებით. ამასთანავე ჩვენ მდიდარი და განვითარებული სახელმწიფო ვართ. ახლა იოლი არ არის იმის გარჩევა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. მაშინაც და ახლაც ცუდი მდგომარეობაა“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის განმარტებით, აღნიშნულ კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას შტატების განსხვავებული მიდგომა წარმოადგენდა.

„კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საერთო სტრატეგიის მიღება იყო საჭირო. ამასთანავე, პანდემიის ადრეულ ეტაპზე მოსახლეობამ პანდემიის შესაძლო შედეგების სიმძიმე სათანადოდ ვერ შეაფასა“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

წყარო: CNN.com