„Apple”-მა „Samsung”-ს გაყიდვებში გადაუსწრო

პირველად 2016 წლის შემდეგ, “iPhone 12”-ის 4 ახალი მოდელის დამსახურებით “Apple” მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვების სათავეში დგას.

ბაზრის სადაზვერვო ფირმის „Gartner“– ის მონაცემებით, მსოფლიოში სმარტფონების გაყიდვები 5% –ით შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, 2020 წლის მეოთხე კვარტალში, „Apple“-მა გაყიდვებში 2016  წლის შემდეგ პირველი ადგილი დაიკავა. 

„Samsung“ და „Huawei“ რამდენიმე წლის განმავლობაში იბრძოდნენ პირველი ადგილისთვის. თუმცა, მას შემდეგ რაც „Apple”-მა „iPhone 12“–ის 4 ახალი მოდელი გამოუშვა,გაყიდვების სიაში პირველი აღმოჩნდა. „Huawei“ განაგრძობს სიაში ვარდნას, „Xiaomi“- მ მესამე ადგილი, ხოლო „OPPO“-მ მეოთხე ადგილი დაიკავა.

2020 წლის სრული მონაცემების მიხედვით, „Samsung“პირველ ადგილზე იყო გაყიდვების 18,8% -ით. თუმცა, მისი გაყიდვები შემცირდა და „Apple”-ის გაყიდვები 2020 წლის მეოთხე კვარტალში გაიზარდა.

წყარო: zdnet.com