აინაზღაურე 2020 წელი – ალტას ახალი სარეკლამო კამპანია


პანდემიისთვის მნიშვნელობა არ აქვს საშუალო ბიზნესს ფლობ, თუ მსხვილ კომპანიას მართავ, შეზღუდვები ყველას ერთნაირად გვეხება.

ბიზნეს ოპერატორები, ქსელური მაღაზიები თუ მცირე კომპანიები კოვიდ-19 – ის გავრცელების გამო დაიხურნენ. უამრავი მათგანი ონლაინ ვაჭრობაზე გადავიდა. ერთ-ერთი მათგანი ციფრული და საყოფაცხოვრებო მაღაზიათა ქსელი ,,ალტაა’’.

კომპანიამ ახალი სარეკლამო ვიდეო რგოლი ინტერნეტ სივრცეში სულ ცოტა ხნის წინ განათავსა. მაყურებლისთვის დები ღლონტების ,,ალტა’’-ს რეკლამაში ხილვა უცხო სულაც აღარ არის. გამონაკლისი არც ახალი რეკლამაა.

,,აინაზღაურე 2020 წელი ალტაში’’ – ამ სლოგანით ალტას ახალ რეკლამაზე სარეკლამო კომპანია JWT Metro – მ იმუშავა. რეკლამა 2020 წლის რთულ ვითარებაზე მოგვითხრობს, როდესაც მაღაზიები ერთ დღეს დაიხურა, მეორე დღეს გაიხსნა, შემდეგ ისევ დაიხურა და მომხმარებელმა საჭირო ნივთების შეძენა ვერ მოასწრო. გარდა ამისა, ყველგან და ყოველთვის სიცხის გაზომვა, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე სირბილი და სადეზინფექციო ხსნარების ფრქვევა 2020 წლის განუყოფელი ნაწილი გახდა. სწორედ ამიტომ, ალტაში შეგიძლიათ ყველაფერი დაიბრუნოთ.

ალტას კონსულტანტები, დები ღლონტები ანუ თამუნა ნიკოლაძე და თათული ედიშერაშვილი არიან, მათ არსებული რეალობა ზუსტად დაგვიხატეს. ვიდეო რგოლს ათასობით ნახვა და ასობით გაზიარება აქვს.

შეგახსენებთ, რომ JWT Metro – მ იმუშავა ისეთ ცნობილ სარეკლამო კამპანიებზე, როგორიცაა საქართველოს ბანკის ,,Santas Orange Go-go-na’’ და სხვა.