22 თებერვლიდან თბილისში ახალი მიკროავტობუსები გამოჩნდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით,  შეძენილია 300 ერთეული მიკროავტობუსი, მათი ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია, 120 უკვე გასულია ხაზზე, ორშაბათიდან კი, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება.

„ამ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია, 300 ერთეული შევიძინეთ 120 უკვე გასულია ხაზზე, ორშაბათიდან კი, 180 ერთეული მიკროავტობუსი გავა ხაზებზე და თბილისის მოსახლეობას მოემსახურება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი საინტერესო კომპონენტისგან შედგება. წლის ბოლოს 2021 წელს მთლიანად ჩანაცვლების პროცესი დასრულებული იქნება. შესყიდული გვყავს ავტობუსები და ველოდებით შემოსვლას, ამის შემდეგ ყვითელი ავტობუსები ქალაქში აღარ ივლიან. ორშაბათიდან 180 ახალი მიკროავტობუსი მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial