2024 წელს „Apple” მანქანას შემოგვთავაზებს

 „Apple” „Hyundai”-ში 3.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაბანდებას აპირებს.  გავრცელებული ინფორმაციით, „Apple”-ის მანქანას „Hyundai”-ის შვილობილი კომპანია „Kia” ამერიკაში, ჯორჯიაში დაამზადებს და მას 2024 წელს ვიხილავთ.

თავის მხრივ, „Hyundai” მუშაობს „E-GMP“ ელექტროძრავის პლატფორმაზე და კომპანია 2025 წლისთვის 23 ახალი  ელექტრო მანქანის გამოშვებას აანონსებს. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა „Apple” აღნიშნულ პლატფორმას თავისი მანქანის დამზადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, „E-GMP“-ის პლატფორმაზე დაფუძნებული მანქანები ყოველდღიურად 310 მილის გავლას შეძლებენ, ექნებათ სწრაფად დატენვის ტექნიკა, რაც მანქანის სპექტრის 80%-ის აღდგენას 18 წუთში შეძლებს.

წყარო: Cnet.com