100 მილიონი დოლარი ნახშირბადის ათვისების ტექნოლოგიაში ანუ ილონ მასკის ახალი კონკურსი

„Cnbc”-ის ინფორმაციით, ილონ მასკი ნახშირბადის ათვისების საუკეთესო ტექნიკაში 100 მილიონი დოლარის პრიზს აწესებს, ამის შესახებ პოსტი მან თავის „Twitter”-ის გვერდზე ხუთშაბათს, 21 იანვარს  გამოაქვეყნა.

„Tesla”-ს და „Space X”-ის მფლობელმა განაცხადა, რომ დეტალებს მიმდინარე კვირაში გაგვაცნობს.  ფულადი ჯილდოები ინოვაციური აღმოჩენებისთვის ახალი არ არის. მაგალითად, „XPRIZE“-ის  ფონდი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს  ინოვაციებს ფულადი პრიზების საშუალებით,

ახლა კი უფრო კონკრეტულად რას ნიშნავს ნახშირბადის აღების ტექნოლოგია?

ნახშირბადის მიღება, გამოყენება და შენახვა(CCUS), შემოკლებით “ნახშირბადის მიღება”, არის ნახშირბადის გამონაბოლქვის მოხსნის პროცესი, შესანახად ან ხელახლა გამოსაყენებლად. რათა თავიდან აცილდეს ემისიების გავრცელება ატმოსფეროში.

ნახშირორჟანგის ზედმეტი გაზები დედამიწის ატმოსფეროში სითბოს ბლოკავს და იწვევს გლობალურ დათბობას. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ, ადამიანის საქმიანობამ ატმოსფერული ნახშირორჟანგი 47% -ით გაზარდა, რაც „ნასას“ თანახმად, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, კლიმატის ცვლილებისთვის.

ილონ მასკის პროექტის შესახებ, მექანიკური ინჟინერიის პროფესორმა, აჰმედ გონიენმა „Cnbc”-ს განუცხადა, რომ ნახშირბადის აღების ტექნოლოგიაში კონკურსის გამოყენება ძალიან კარგი იდეაა, რადგან ამ სფეროში ინოვაცია საჭიროა ტექნოლოგიის სირთულის შესამცირებლად და საერთო ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.