,,ელიზიუმი’’- ,,სამოთხის ადგილი’’ ქალბატონებითვის

სილამაზისა და ესთეტიკის ცენტრი ,,ელიზიუმი’’ 2011 წელს დაარსდა და მას შემდეგ უამრავი ერთგული მომხმარებელი შეიძინა. კომპანია ქალბატონებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მათ შორის, კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, პედიკურსა და მანიკურს, სტილისტის მომსახურებას, მასაჟის პროცედურებს, ლაზერულ თერაპიას, სოლარიუმს, ეპილაციასა და მრავალ სხვა სერვისს. კომპანიის დამფუძნებლის ელისო ჯიშკარიანის თქმით, მათთან მისულ ქალბატონებს მეგობრული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და კომფორტი ხვდებათ. გარდა ამისა, ესთეტიკური ცენტრი ,,ელიზიუმი’’ ერთ-ერთი პირველი იყო ქუთაისის ბაზარზე და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

როგორ შეიქმნა ,,ელიზიუმი’’?

,,კოსმეტოლოგიაში 25 წლიანი გამოცდილება მაქვს, ხოლო ესთეტიკურ მედიცინაში 13 წლიანი. საკუთარი ბიზნესის წამოწყების იდეა ყოველთვის მქონდა. მინდოდა შემექმნა ადგილი, სადაც ქალბატონები თავს ბედნიერად და ლამაზად იგრძნობდნენ. ამ ყველაფრის შესაძლებლობა კი დაუღალავი შრომისა და ერთგული მომხმარებლების შედეგად მომეცა.’’ – აღნიშნავს ელისო ჯიშკარიანი.

ბიზნესის ჩამოყალიბების იდეა 2008 წლიდან გაჩნდა, რასაც წინ უძღოდა ელისო ჯიშკარიანისა და მისი პარტნიორის ჟანა ჩაჩავას 12 წლიანი თანამშრომლობა. იდეა, პროფესიების გაერთიანების შესახებ მალე მიზნად იქცა.  საბოლოოდ, დიდი ძალისხმევისა და სოლიდური ბიუჯეტის შეგროვების შემდეგ შეიძინეს ფართი, რომელიც დიზაინერ ესმა ხეცურიანის დახმარებით დააპროექტეს და შექმნეს ცენტრი, რომელიც მალე ქალბატონების საყვარელ ადგილად იქცა.

,,ელიზიუმი’’ ბრენდი, რომელიც…

კომპანიის მთავარი ამოცანაა შეუქმნას ქალბატონებს სასიამოვნო გარემო და იზრუნოს მათ სილამაზეზე. ,, ნებისმიერ ქალს შეუძლია იყოს ლამაზი’’- ეს ესტე ლაუდერის სიტყვებია, რომლის შინაარს ,,ელიზიუმი’’ მთლიანად იზიარებს.

,,ელიზიუმი ფრანგულად „სამოთხის ადგილს“ ნიშნავს. ეს არის ადგილი, სადაც მაღალ მომსახურეობასთან ერთად მომხმარებლები იღებენ: მაქსიმალურ კომფორტს, მომხმარებელზე მორგებულ სერვისს, გუნდურ მუშაობას, მეგობრულ გარემოს. ,,ელიზიუმი’’ არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს ქალბატონებზე და სახელს ნამდვილად ამართლებს’’ – განმარტავს ელისო ჯიშკარიანი.

კონკურენცია

კომპანიის დაარსება მას შემდეგ მოხდა, როდესაც პარტნიორებმა გააცნობიერეს, რომ საკუთარ საქმეში პროფესიონალები იყვნენ. წლებთან ერთად, კომპანიის დამფუძნებლებმა გამოცდილებასთან ერთად უამრავი ერთგული მომხმარებელი შეიძინეს და მიეცათ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია წინსვლისთვის. კომპანია საკმაოდ კონკურენტუნარიანი აღმოჩნდა და დღემდე განაგრძობს ზრდას.

,,როდესაც ,,ელიზიუმი“ დავაარსეთ ქალაქ ქუთაისში არ არსებობდა არცერთი ესთეტიკური ცენტრი, შესაბამისად  უკონკურენტოები ვიყავით ქუთაისის ბაზარზე. ამ ეტაპზე, მრავალი ესთეტიკური ცენტრი ფუნქციონირებს, თუმცა ,,ელიზიუმი“ დღესაც ინარჩუნებს ლიდერობას ჩვენს ქალაქში’’- აღნიშნავს ,,ელიზიუმის’’ დამფუძნებელი

რას ნიშნავს იყო ქალი ბიზნესში?

,,ქალი ბიზნესში არ არის მარტივი ჩვენს საზოგადოებაში. აუცილებელია, იყო ძლიერი, მიზანდასახული და სწორად შეგეძლოს გეგმების სწორად წარმართვა. სხვა დანარჩენი სტერეოტიპი არის ის ბარიერი, რომელიც გადალახვადია. სტიგმებმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს ჩვენი ოცნებების რეალიზებაში. ყველა ქალს აქვს შესაძლებლობა დასახული მიზანს მიაღწიოს. მე ბევრი ქალი ვიცი ბიზნესში, რომლებმაც საკუთარი ძალებით შექმნეს და განავითარეს თავიანთი კარიერა. მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ქალბატონს და ვუთხრა: არასდროს დანებდეთ, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია!”- აღნიშნა ელისო ჯიშკარიანმა.