ელიავას ფაგოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი

ელიავას ფაგოთერაპიის საერთაშორისო ცენტრი უკვე ათი წელია წარმატებით მკურნალობს ადამიანებს, რომელთა დიდი ნაწილი ქრონიკული ბაქტერიული დაავადებების მქონე პაციენტები არიან, მათ აქვთ სხვადასხვა სისტემის დაავადებები, როგორც სასუნთქი სისტემის ისე საჭმლის მომნელებელი სისტემის. ასევე მოდიან პაციენტები რომელებსაც საშარდე სისტემის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და ყველა ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკებით მკურნალობა უშედეგოა. გვესაუბრა ელიავას ფაგოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის თერაპევტი ლია ნადარეიშვილი.