არაყუნა – ახალი სტარტაპი სასმელების ბიზნესში

-მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ თუ რას სთავაზობთ მომხმარებელს და როგორია თქვენი კომპანია

ანკანაკება მომხმარებელს ალკოჰოლურ სასმელს სთავაზობს, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებრიობით. ჩვენ ვქმნით არაყუნას, რომელიც მზადდება უნიკალური მეთოდით ქართული ყურძნის ჭაჭითა და ცოცხალი ხილით. მისი დაგემოვნებისას BRANDY მოგაგონდებათ, თუმცა არაყუნა თავად ქმნის ბრენდს. მისი მრავალფეროვნება ერგება ყველა გემოვნებას, რითაც ყველა სამეგობროს ახალი წევრი ხდება. არაყუნას მცენარეთა ნაირსახეობებით კიდევ უფრო მეტად გაგაოცებთ ძალიან მალე.

ამჯერად არაყუნა წამოდგენილია 5 სახეობით: პიტნის, დაფნის, ვარდის, რეჰანისა და ფორთოხალ-დარიჩინის. სასმელი გამორჩეულია გემოთა კონტრასტულობით, რაც მომხარებელს ფართო არჩევანს სთავაზობს. გარდა იმისა, რომ უნივერსალურობით გამოირჩევა არაყუნას გემოები, იგი შეიცავს მხოლოდ ნატურალურ პროდუქტებს. ქართული წესით დამზადებულ ჭაჭას მხოლოდ ბუნებრივი მცენარეები ერთვის, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე და საბოლოოდ შეგიძლიათ 40%-იანი ალკოჰოლური სასმელი დააგემოვნოთ მისაღებ ფასად.

-როდის შეიქმნა ანკანაკება?

არაყუნას ისტორია პანდეემის პერიოდში დაიწყო. მოგეხსენებათ პანდემიის პერიოდში შეუძლებელი იყო სადმე გართობა, უბრალოდ გარეთ გასვლაც კი, განსაკუთრებით კი საღამოს საათებში და ამ სიტუაციის ფონზე, ერთ დღესაც, როდესაც სამეგობროს მოგვინდა ბარში წასვლა და გართობა, ამის ალნტერნატივა შემოგვთავაზეს ოჯახის უფროსმა წევრებმა, რომ მათთვის უკვე ნაცადი რეცეპტით დამზადებული ალკოჰოლური სასმლით დრო სასიამომვნოდ გაგვეყვანა. სასმელი დავაგემოვნეთ, ძალიან მოგვეწონა და გაჩნდა ყველასთვის სასურველი იდეა, „ბარი სახლიდან გაუსვლელად“, რომელიც პანდემიის დამსახურებით რეალობად გვექცია. ამ მხრივ პანდემიამ და შეზღუდვებმა ნამდვილად დადებითად იმოქმედა ჩვენზე, მალევე დავიწყეთ იმის დაგეგმვა თუ როგორ გაგვეხადა ეს სასმელი თქვენთვის ხელმისაწვდომი.

-თუ სარგებლობს რაიმე ფინანსური მხარდაჭერით თქვენი კომპანია?

„დიდი მდინარეების სათავე პატარა ნაკადულებია“.

ახალშექმნილი კომპანიისთვის, დღეისათვის არსებული სიძნელეების მიუხედავად საკუთარი სახსრებით ვითარდებით. გვსურს, რომ გავიზარდოთ და ამ ყველაფერთან ერთად შემდეგ მოვიზიდოთ ინვესტიციები.

-გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები

უახლოეს მომავალში შეძლებთ არაყუნას დაგემოვნებას თბილისის ცნობილ ბარებში. ასევე შეძლებთ თვენც გქონდეთ „ბარი სახლში“ ონლაინ სერვისის მეშვეობით. გვაქვს როგორც Facebook ასევე Instagram გვერდები და თვალი ადევნეთ ყველა სიახლეს, რასაც არაყუნა დრო და დრო შემოგთავაზებთ.

ჩვენი პროდუქტის ნოვატორული ხასიათი მალე მოგვცემს ადგილობრივი ბაზრის ათვისების საშუალებას, რის შემდეგაც მსოფლიოს გავაცნობთ ახალი ქართული სასმლის უნიკალურობას. კომპანიის დაარსების იდეის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ქართული კულტურა მეტად პოპულარიზებული გახდეს უცხო ქვეყნებისთვის. მწარმოებლის სახელწოდება „ანკანაკება“ ძველქართულად ზედიზედ ნადიმს აღნიშნავდა. დღეს კი ჩვენ მას თანამედროვე ეპოქაში გავაცოცხლებთ გართობისა და სასიამოვნო მომენტების აღსანიშნავად.